დღეს მზემ კი გამოიჭყიტა მაგრამ კარგად ციოდა. და მიუხედავად დამღლელი სამუშაო კვირის ბოლო დღისა, ტრენერიც და მსმენელებიც ამაღლებული განწყობით და სიახლეების მოლოდინით შევუდექით მუშაობას, მიმოვიხილეთ შესრულებული დავალებები. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შესავსებად საჭირო დოკუმენტების გაცნობა. ამჯერად ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ამ კითხვების შესამუშავებელ რჩევებზე, კითხვების შედგენაზე, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების მაგალითებს, სასწავლო პროექტების გეგმის ჩეკლისტს.. გავაგრძელეთ პრაქტიკული საქმიანობა პუბლიკაციებზე. უნდა შეგვექმნა სიგელი, ბროშურა, სერთიფიკატი. მე PUBLISHERI. დუელში გამოვიწვიე(მგონი უფრო-პირიქით), რაღაცეები არ მახსოვდა. უნდა გავიხსენო! დასასრულისთვის ახალი დავალებაც მივიღეთ. ტრენინგი საინტერესო იყო.
.
მარინა მასწავლებელო ძალიანკარგად გაქვთ აღწერილი ტრენინგის მსვლელობის და მუშაობის შედეგი. დიდი მადლობა დასანანია დღეს რომ არ იყავით ტრენინგზე. იმედია შემდეგ ტრენინგს აღარ გავაცდენთ
ReplyDeleteნსმდვილად დასანანია გარემოებების გამო ტრენინგი რომ გამიცდა. არ მიყვარს მსგავსი გადახვევები. გმადლობ შეფასებისთვის. უფრო გამიხარდება ტრენინგის მეცხრე დღესაც თუ მაღალ(ცოტა ხმამაღალი მოლოდინია?) შეფასებას დავიმსახურებ.
ReplyDelete