Sunday, December 18, 2016

დღე მეცხრე -18 დეკემბერი

,,გასრულდა ესე ამბავი''... ესეც ჩვენი ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღე. გული დამწყდა, საინტერესო, ბევრის მომცემი იყო. ვისწავლეთ ფოსტის აპლიკაციები-google-ს საძიებო სისტემა, რუკები -სქემატური და ორიგინალური, youtube-დან ვიდეოს გადმოწერა, თრგმნა და ვიდეოკონფერენცია. ...და ყველაზე მთავარი -პრეზენტაციები. ყველას საინტერესო და ორიგინალური თემებზე ჰქონდათ არანაკლებ საინტერესო პროექტები. ყველა მათგანს წარმატებას  ვუსურვებ,  განსაკუთრებული მადლობა ჩვენ ტრენერს.

Saturday, December 17, 2016

დღე მერვე-17 დეკემბერი

ხვალ დიდი დღეა! დარწმუნებული ვარ საინტერესო, შემოქმედებითი, ემოვიური დღე იქნება. მანამდე კი, დღეს დეტალურად მიმოვიხილეთ დავალებები, ყველა კითხვა (ტექნიკური თუ თეორიული) გულისყურით, დაწვრილებით გავაანალიზეთ, საინტერესო და სასარგებლო საკითხები შევისწავლეთ-გავიხსენეთ drive-ში საქაღალდის შექმნა, ბლოგზე ღილაკების დამატება და სულ ახალი მასალა-drive- ში შექმნილი საქაღალდე მივამაგრეთ  ბლოგს, ამასთან ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს და პრეზენტაციის დამატება, ვიდეოს დაპატარავება.
     მიხარია, მართლა ნაყოფიერი იყო ტრენინგის მთელი კურსი, ეს ყველაფერი რაღაცნაირად ჩემი გახდა.ვეცდები არ დავივიწყო.

Sunday, December 11, 2016

დღე მეშვიდე-11 დეკემბერი

ტრენინგის სრული კურსის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, მასალა ბევრდება, ნერვიულობაც მატულობს.დღეს ვისწავლეთ შეფასების ინსტრუმენტები, ჩეკლისტი(ისეთი ლამაზი სახელია, როგორ შეიძლება ეს რთული რამე იყოს?!) ანუ აღნიშვნის ფურცელი,გავიგეთ რომ ჩეკლისტი შეიძლება გაკეთდეს drive-ში(ეს ონლაინ გამოკითხვის საშუალებას იძლევა) და word-შიც, გავერკვიეთ პრეზენტაციებში, ვისწავლეთ როგორ იწერება რუბრიკა. შევაჯამეთ ტრენინგი, მივიღეთ შემდეგი დღის დავალებაც.ამასობაში  ტრენინგისთვის განკუთვნილი 4 საათიც შეუმჩნევლად გაილია. ვემზადებით შემდეგი რაუნდისთვის!

Saturday, December 10, 2016

დღე მეექვსე-10 დეკემბერი

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა. მედეა ჩახავას რუსულის მასწავლებელი ხომ გახსოვთ-,,კაკ პიშეტსია, ბიჭო, ი ვანია?'' სიცივეში როგორ გამოიყურებიან მასწავლებელი და მოსწავლეები? ჩვენც ზუსტად მსგავს მდგომარეობაში ვიყავით... გარეთ ყინვიანი ზამთარი,შიგნით ე.წ. ,,პლიტა'', რომელიც სიცივეს ვერ ერევა, სწავლას მოწყურებული შეფუთნული მასწავლებლები და ჩვენი განუმეორებელი ტრენერი...ესეც ტრენინგის მეექვსე დღე.
   . ტრადიციულად ძველი მასალა გავიხსენეთ. შემდეგ ადამიანის ინტელექტზე და მისი განსაზღვრის მეთოდზე ვისაუბრეთ, გავაკეთეთ ძალიან საინტერესო ტესტი, ვისწავლეთ drive-ში საქაღალდის შექმნა, დოკუმენტის გაზიარება, დოკუმენტის drive-დან გაზიარება, ღილაკების(ეს რაღაც შოკუნიების ასოციაციას იწვევს)დამატება და წაშლა და ბოლოს რეფლექსია. ეს ყველაფერი ადგილზე იოლია, მერე სახლში ირევა და ყირაზე დგება ყველაფერი!
      საინტერესო და ნაყოფიერი მეცადინეობა გამოვიდა.

Friday, December 9, 2016

დღე მეოთხე და დღე მეხუთე

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის  მიერ ორგანიზებული სამ დღიანი ტრენინგზე ვიყავი, ინტელის ტრენინგის ეს ორი დღე გამიცდა. . არადა ძლივს რაღაცეები გავიხსენე. მთელი გულმოდგინებით ვებრძოდი publisher-ს. ვერ ვიტყვი, დავამარცხე, მაგრამ დავალება გავაკეთე. ველოდები ახალ გამოწვევებს.

Friday, November 25, 2016

დღე მესამე

    დღეს მზემ კი გამოიჭყიტა მაგრამ კარგად ციოდა. და მიუხედავად დამღლელი სამუშაო კვირის ბოლო დღისა, ტრენერიც და მსმენელებიც ამაღლებული განწყობით და სიახლეების მოლოდინით შევუდექით მუშაობას, მიმოვიხილეთ შესრულებული დავალებები. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შესავსებად საჭირო დოკუმენტების გაცნობა. ამჯერად ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ამ კითხვების შესამუშავებელ რჩევებზე, კითხვების შედგენაზე, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების მაგალითებს, სასწავლო პროექტების გეგმის ჩეკლისტს.. გავაგრძელეთ პრაქტიკული საქმიანობა პუბლიკაციებზე. უნდა შეგვექმნა სიგელი, ბროშურა, სერთიფიკატი. მე PUBLISHERI.  დუელში გამოვიწვიე(მგონი უფრო-პირიქით), რაღაცეები არ მახსოვდა. უნდა გავიხსენო! დასასრულისთვის ახალი დავალებაც მივიღეთ. ტრენინგი საინტერესო იყო.

  . 

Thursday, November 24, 2016

დღე მეორე

     პირველ რიგში პირველ დღეს მიღებული დავალებები მიმოვიხილეთ.პროექტის გეგმის შაბლონისთვის მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი(ncp.ge,) და დოკუმენტი-XX1 საუკუნის უნარ-ჩვევები(.ცუდია მათ შესახებ აქამდე რომ არ ვიცოდი).  შემდეგ გავიმეორეთ ბლოგის შექმნა, ბლოგზე პოსტების, სურათების დამატება, ბლოგიდან გამოსვლა. დავიწყეთ პუბლიკაციების თემა. მივიღეთ ხვალინდელი დღისთვის დავალებები. ეს ყველაფერი არც რთულია, მაგრამ არც მარტივია.