დღეს მზემ კი გამოიჭყიტა მაგრამ კარგად ციოდა. და მიუხედავად დამღლელი სამუშაო კვირის ბოლო დღისა, ტრენერიც და მსმენელებიც ამაღლებული განწყობით და სიახლეების მოლოდინით შევუდექით მუშაობას, მიმოვიხილეთ შესრულებული დავალებები. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შესავსებად საჭირო დოკუმენტების გაცნობა. ამჯერად ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ამ კითხვების შესამუშავებელ რჩევებზე, კითხვების შედგენაზე, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების მაგალითებს, სასწავლო პროექტების გეგმის ჩეკლისტს.. გავაგრძელეთ პრაქტიკული საქმიანობა პუბლიკაციებზე. უნდა შეგვექმნა სიგელი, ბროშურა, სერთიფიკატი. მე PUBLISHERI. დუელში გამოვიწვიე(მგონი უფრო-პირიქით), რაღაცეები არ მახსოვდა. უნდა გავიხსენო! დასასრულისთვის ახალი დავალებაც მივიღეთ. ტრენინგი საინტერესო იყო.
.
Friday, November 25, 2016
Thursday, November 24, 2016
დღე მეორე
პირველ რიგში პირველ დღეს მიღებული დავალებები მიმოვიხილეთ.პროექტის გეგმის შაბლონისთვის მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი(ncp.ge,) და დოკუმენტი-XX1 საუკუნის უნარ-ჩვევები(.ცუდია მათ შესახებ აქამდე რომ არ ვიცოდი). შემდეგ გავიმეორეთ ბლოგის შექმნა, ბლოგზე პოსტების, სურათების დამატება, ბლოგიდან გამოსვლა. დავიწყეთ პუბლიკაციების თემა. მივიღეთ ხვალინდელი დღისთვის დავალებები. ეს ყველაფერი არც რთულია, მაგრამ არც მარტივია.
დღე პირველი
კოლეგამ მირჩია ინტელის მესამე დონის ტრენინგი დათო ნოზაძესთან გამევლო. ზაფხულში დავრეგისტრირდი და დავიწყე ლოდინი...ტყუილად გავისარჯე- ჯგუფი არ შედგა. 19 ნოემბერს ტრენინგიდან ინტელის ტრენინგზე ოდნავ დაგვიანებით გამოვცხადდი(ნეტა მასწავლებელთა სახლი მაინც არ ამთხვევდეს ტრენინგებს!) პირველი დღე გაცნობით-საინფორმაციო იყო. რა მოლოდინები მაქვს?მომწონს როცა ადამიანები კარგად ფლობენ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და ბოლოსდსბოლოს მინდა ჩემი შვილის ჯუჯღუნს თავი დავაღწიო-კარგი რა, დედა, თუ მოინდომებ, რთული არ არის! ხოდა, მეც მოვინდომებ!
Subscribe to:
Posts (Atom)